2017 წლის 6 მარტს ისტორიის მასწავლებელმა თინა დორეულმა წაიკითხა ლექცია, თემაზე: ,,1917 წლის თებერვლის რევოლუცია და რუსეთის მიერ საქრთველოს 1921 წლის ოკუპაცია“. ლექციას ესწრებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ VII-XII კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. ლექცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჯიმში, მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართველთა ცხოვრების ამ უმძიმეს პერიოდზე და მიიღეს პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ლექციის შემდეგ მოეწყო ფილმის ჩვენება. მოსწავლეებმა ნახეს ტაბახმელისა და კოჯრის მისადგომებთან დაღუპული ქართველი გმირი გოგონას ,მარო მაყაშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმი -,,გაფითრებული თებერვლის ლანდი“- ფილმის დამდგმელი რეჟისორი არის გია ჭუბაბრია . ბოლოს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქრთველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.
ღონისძიება ჩატარდა რუსეთის მიერ საქრთველოს ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში.