კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ლექცია-პერფორმანსი: “ბუნების ხმები”

სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში 3 ნოემბერს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა ლექცია-პერფორმანსი: “ბუნების ხმები”. პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა TsiRa Barbakadze – მ, მოსწავლეებს წარუდგინა მუსიკოსი დავით ბახტაძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ისეთი საინტერესო მუსიკალური ინსტრუმენტის შესახებ, როგორიცაა ვალტორნა. უამბო მისი წარმოშობის ისტორია და შეასრულა მრავალფეროვანი კომპოზიციები – ბუნების ხმებიდან დაწყებული, კლასიკური ნაწარმოებების ფრაგმენტებით და ჯაზის თავისუფალი შესრულებით დამთავრებული.

მოსწავლეებმა ვალტორნის “ბუნების ხმები” გაშიფრეს და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციები წარმოადგინეს.

ულამაზესი დაისის ფონზე ფოტოსესიით დასრულებული საღამოს შემდეგ მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები შინისკენ გაეშურნენ.😍😍😍😍😍