კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dcb15ed5-78f0-408e-b2ac-c8fe526b8226
487214093_679744017906531_1083861078142896868_n
488599720_680017767879156_4355873990670522615_n
att(3)
att(19)
att(3)

ლიტერატურული კლუბი

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ლიტერატურული კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაიკო კვირკველია, დისტანციური სწავლების რეჟიმშიც აქტიურად მუშაობს. კლუბის წევრები აწყობენ ონლაინ შეხვედრებს , მოსწავლეები მსჯელობენ წაკითხული წიგნების ირგვლივ და განიხილავენ საინტერესო თემებს,აწყობენ დისკუსიებს. ამჯერად კლუბის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მკითხველმა სანდრო კაპანაძემ წარადგინა წიგნები: 1. ,,გამღები ’’- ავტორი ლუის ლოური 2. ,,მეხის ქურდი’’-რიკ რიორდანი 3. ,,მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისათვის’’ -რენსომ რიგზი. მოსწავლეებმა იმსჯელეს წიგნებისა და ეკრანიზაციის შესახებ. კლუბის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ლიტერატურული კლუბის სამუშაო ბლოგზე იხილეთ Lit-ერატურული კლუბი “პოლიგლოტი”. მადლობა მაიკო კვირკველიას ასეთი გულისხმიერი და საინტერესო მუშაობისათვის.