კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

583909416_857276840153247_1754924389001837664_n
583080577_856991360181795_2436528277523981620_n
577061666_851955764018688_7169602690524332034_n
577551947_850201540860777_8110595099542610480_n
577365724_850179477529650_5634843777340064764_n
575206069_847795174434747_2207880780138583111_n

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, თემაზე : ,, დედა ენა – ქართველი ერის საუნჯე “

2016 წლის 4 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება. მოეწყო ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, თემაზე : ,, დედა ენა – ქართველი ერის საუნჯე “. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და ამ დღისთვის საგანგებოდ მოწვეული საპატიო სტუმრები: იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე , დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი , იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე ,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ,ქალბატონი დოდო ღლონტი.

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საპატიო სტუმრები და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის. მამა კონსტანტინემ დალოცა ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედკოლექტივი და აღნიშნა, რომ სკოლა ,,პოლიგლოტის „ ყველა მოსწავლე აუცილებლად გადარჩება, ჩვენი სკოლა შეადარა ცოდნის ოაზისს და მადლობა გადაიხადა მოწვევისთვის. ბატონმა გიორგი გოგოლაშვილმა, აღნიშნა, რომ მის თვალზე მომდგარი ცრემლი დამსახურება იყო ამ მშვენიერი გოგო-ბიჭუნებისა, რომლებიც დიდი სიყვარულით , გრძნობითა და ემოციით კითხულობდნენ ლექსებს და სიტყვით ეფერებოდნენ დიდ იაკობსა და უკვდავ ,,დედა ენას“. ქალბატონი დოდო ღლონტი მოეფერა ჩვენს პატარებს, შეაქო ისინი , წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა .

სტუმრებმა საჩუქრად საკუთარი წიგნები გადასცეს სკოლა,,პოლიგლოტის“ბიბლიოთეკას.

გარდა ამისა, სკოლა ,,პოლიგლოტის „ დირექციამ იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ ესკიზების, ჩანახატებისა და ხელისგულისოდენა წიგნების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო კონკურსში მონაწილე ყველა დანარჩენ მოსწავლეს გადასცა ფასიანი საჩუქრები. ამ ულამაზესი საღამოს ორგანიზატორები და სულისჩამდგმელნი იყვნენ ქართული ენის პედაგოგები თეონა დიასამიძე და მაკა ტოფაძე, დაწყებითი განათლების კათედრის ხელმძღვანელი ნაზი ზაალიშვილი. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ქეთევან ჯეირანაშვილმა , ხოლო მხატვრული დეკორაციები შექმნა ხატვის მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა.