კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dd44b5da-41b8-42ed-bb20-0ef6e190f671
6366b705-fc87-45cb-923f-d5ffe9f97d4f
att
42bd4ff9-c647-4c6a-b5c8-c7752bc535a6
att(4)
att(7)

მათემატიკის ღია გაკვეთილი 1-ელ (გ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ 1-ელ (გ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები, თვლა და გროვების ჩხირებით ჩაწერა’’.

გაკვეთილის მიზანი იყო 10-ის ფარგლებში შეკრება, მიმდევრობაში გამოტოვებული ციფრის ჩასმა, სურათზე საგანთა რაოდენობების დასახელება და ციფრის ჩაწერა როგორც შესაბამისი რიცხვით, ასევე ჯოხებით.

ღია გაკვეთილის აქტივობები შედგებოდა როგორც წერითი,ასევე ზეპირი დავალებებისგან, რომელსაც მოსწავლეებმა თავი შესანიშნავად გაართვეს. გაკვეთილის ბოლოს კი წამახალისებელი შეფასებებიც დაიმსახურეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო ღია გაკვეთილისათვის.