სკოლა პოლიგლოტის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკურ თამაშში ,,გამრავლების ტაბულა არ მეშლება”.
მოსწავლეები გადანაწილდნენ ოთხ ჯგუფად, აირჩიეს კაპიტანი და შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალებები: ნამრავლის ათეულისა და ერთეულის პოვნა, ლაბირინთი, კროსვორდი, გამრავლების ბორბალი და კაპიტნების შეჯიბრი. აქტივობები იყო სახალისო და საინტერესო.
გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ შესაბამისი ადგილის სიგელები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის საინტერესო აქტივობის ორგანიზატორებს, მათემატიკის მასწავლებლებს: ნათია ქანთარიას და თამარ რიჟამაძეს.





