კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

მასწავლებელთა კონფერენცია: ,,უკეთესი განათლებისათვის“

სკოლა ,,პოლიგლოტის” მასწავლებლები იმყოფებოდნენ არაფორმალური განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა კონფერენციაზე: ,,უკეთესი განათლებისათვის“. კონფერენცია იყო საქმიანი, საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს მასწავლებლებმა, გაუზიარეს გამოცდილება და დაასკვნეს, რომ მასწავლებლის, სკოლისა და საზოგადოების როლი განსაკუთრებულად დიდია მოზარდი თაობის განათლებისა და განვითარებისათვის, რომ ,, მასწავლებელი არის ის, ვინც უკეთესობისკენ შეცვლის მსოფლიოს“. სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ქალბატონ მზია დაუშვილს მუდმივი მხარში დგომისა და მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლების ზრუნვისთვის, ასევე მადლიერებას გამოხატავენ არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ანა კვიჟინაძისა და მისი ერთგული თანაშემწის მარიამ ნოზაძის მიმართ ამ შესანიშნავი კონფერენციის მოწყობისა და იმ დიდი წვლილის შეტანისათვის, რასაც უკეთესი განათლებისათვის ზრუნვა ჰქვია.