კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

583909416_857276840153247_1754924389001837664_n
583080577_856991360181795_2436528277523981620_n
577061666_851955764018688_7169602690524332034_n
577551947_850201540860777_8110595099542610480_n
577365724_850179477529650_5634843777340064764_n
575206069_847795174434747_2207880780138583111_n

მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩაატარა მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია-,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში.“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებმა: ანა ჯავახიშვილმა, თეონა დიასამიძემ, ნაზი ზაალიშვილმა, ნინო დაუშვილმა, სოფიო ლიჩელმა და ელიზავეტა ზაზაძემ. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 100 – მდე პედაგოგი. კონფერენცია კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში რექტორმა – კახაბერ კორძაიამ გახსნა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მასწავლებლებს სიტყვით მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმაც. კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი, როგორც უნივერსიტეტის მეგობარი და მხარდამჭერი, რადგან სკოლა ,,პოლიგლოტი“ აქტიურად არის ჩართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტებში. პედაგოგებმა სხვადასხვა სექციაში იმუშავეს. სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლები მადლობას უხდიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამ საინტერესო ინიციატივისათვის. კონფერენციაზე პედაგოგები გაეცნენ ინოვაციებს, გაუზიარეს ერთმანეთს იდეები.აღსანიშნავია,რომ კონფერენციაში მონაწილეობისათვის პედაგოგებს მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა უგულავას, კონფერენციის ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს. მსგავს პროექტებში სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას.კსუ-ს ვუსურვებთ წინ სვლასა და წარმატებებს.