სკოლა ,,პოლიგლოტში” არაფორმალური განათლების მიმართულებით სალექციო კურსი განაახლა თანამედროვე რიტორიკის აკადემიამ, რომელსაც უძღვება მწერალი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცირა ბარბაქაძე. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია სახელწოდებით: ,,მედიაწიგნიერება და კულეშოვის მეთოდი”. ლექცია იყო ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული.
სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მონაწილეობა მიიღონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”.









