სკოლა პოლიგლოტის მეოთხე კლასის მოსწავლეები საქართველოს ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ.მათ დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში შენახული ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის,კინოს,მუსიკისა და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა,გასაოცარი ფერწერული ტილოები,თეატრალური კოსტიუმები,მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საგამოფენო დარბაზში გამოფენილი ირმა კუსიანის პერსონალური გამოფენის ულამაზესი ნამუშევრები.მოსწავლეები სასახლიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ