277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_673

მეოთხე კლასის შესანიშნავი ღონისძიება

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საგაზაფხულო ღონისძიება,წელიწადის ოთხ დროს შორის გაზაფხული ერთ-ერთი უმშვენიერესი დროა,როდესაც გვატკბობს იის ნაზი სურნელება,ჩიტების საამური ჭიკჭიკი.ღონისძიებაზე გოგონებმა გაზაფხულის ულამაზესი ყვავილების როლები  მოირგეს,ბიჭებმა კი სიმღერებითა და ლექსებით მოგვილოცეს გაზაფხულის შემობრძანება. როგორც ამბობენ, გაზაფხული ახალ სიცოცხლეს და სილამაზეს მატებს უკვე არსებულს და,თავის მხრივ ჩვენმა მოსწავლეებმაც კიდევ ერთი ლამაზი,სასიამოვნო ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე შემატეს  სკოლაში გატარებულ დღეებს.