მეორე ა, ბ, და გ კლასის მოსწავლეები მშობლებთან და დამრიგებლებთან ერთად ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს. დაათვალიერეს მუზეუმის როგორც ინტერიერი, ასევე ეზო და ტაძარი. ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის. ეს დღე მათთვის საინტერესო და ემოციებით სავსე იყო.









