სკოლა ”პოლიგლოტის” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში ”მე თბილისის მოტრფიალე ვარ”. თამაშის ორგანიზატორი იყო კავკასიის უნივერსიტეტი, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელობას და ყველა
იმ პირს, რომელთა ორგანიზატორობითაც განხორციელდა ეს საინტერესო პროექტი. თამაშის მიზანი იყო მოსწავლეთა შემეცნების ამაღლება, ჩვენი დედაქალაქის, თბილისის ისტორიის შესწავლა და სხარტი აზროვნების განვითარება.