სკოლა პოლიგლოტის მე-10 კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და სამოქალაქო განათლებაში თემაზე: იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამება” და ქალთა უფლებები მეხუთე საუკუნის საქართველოში – ადამიანის უფლებების ევოლუცია, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ვიზიტი მეტეხის ტაძარში.
მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, თეონა დიასამიძესთან და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ, ხატია ჭილავასთან ერთად მოინახულეს მეტეხის ტაძარი, სადაც წმ.შუშანიკის ნეშტია დაკრძალული, ასევე წმ.აბოს სახელობის ეკლესია.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი მნიშვნელოვანი და თემატური აქტივობის ორგანიზებისათვის.