კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(19)
3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att

მე-11 კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ზურა შუბითიძესა და რუსული ენის მასწავლებელ ლამარა თვალიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სამცხე ჯავახეთში.

მათ მოინახულეს:

🔸რაბათის ციხე-ისტორიული ციხე-სიმაგრე ახალციხის მუნიციპალიტეტში;

🔸ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი;

🔸მწვანე მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.