სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობის მიზანი იყო ცნობილი ქართველი მწერლის უკეთესად გაცნობა, მისი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება და ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება.
ექსკურსიამდე მოსწავლეები გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების პროცესს. ექსკურსიის დღეს მათ მინდვრის ყვავილები და მცენარეები მოკრიფეს, რათა თავად დაემზადებინათ ჰერბარიუმი. ამისთვის სპეციალურად შექმნილი ბოთლებიც წამოიღეს. ამ აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა უკეთ დააფასონ ბუნება, განუვითარდეთ დაკვირვების, სილამაზის შემჩნევისა და ხანგრძლივ პროცესზე მუშაობის უნარები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.




