სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად დადგეს სპექტაკლი ,,თოვლის ბაბუის დაბრუნება”.
პატარა მსახიობებმა საოცარი ემოციებით და წარმოსახვით გააცოცხლეს ზღაპრული პერსონაჟები. მათმა შესრულებულმა სიმღერებმა და საცეკვაო ნომრებმა, მაყურებელთა გულები გაათბო და ზღაპრული ატმოსფერო შექმნა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა, მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს, რომელმაც მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლი. აგრეთვე განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ მშობლების აქტიური ჩართულობა და მუდმივი მხარდაჭერა.