კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-2 (ბ) კლასი ხელოვნების სტუდიაში

სკოლა “პოლიგლოტის” მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნინო ჯვებენავას ხელმძღვანელობით, დაუვიწყარი დრო გაატარეს თანამედროვე ხელოვნების სტუდიაში – Not Museum-ში.

თბილმა და მეგობრულმა გარემომ პატარებს შემოქმედებითი ფანტაზიის გაღვივების საშუალება მისცა. მათ საკუთარი ხელით შექმნეს სააღდგომო თემატიკის ორიგინალური თიხის დეკორაციები, გააფერადეს ისინი და ეს დღე ნამდვილად იქცა მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ და დასამახსოვრებელ თავგადასავლად.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი საინტერესო და შემეცნებითი გასვლითი აქტივობის ორგანიზებისთვის. ასევე, მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.