სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, ვარიანში.
მოსწავლეებმა მოინახულეს „დედაენის“ ფუძემდებლის სახლ-მუზეუმი და მის შესახებ გაიგეს საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები. ასევე, გაეცნენ დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და „ხალხის მასწავლებლის“ ბიოგრაფიას, დაათვალიერეს მისი პირადი ნივთები და ნახეს მუზეუმის ეზოში მდგარი საგვარეულო ეკლესია.
ვიზიტის შემდეგ მშობლებთან ერთად მოაწყვეს პიკნიკი სახალისო აქტივობებით, შეჯიბრებითა და თამაშებით.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისთვის და სოფო მუმლაძეს ამ სასიამოვნო შემეცნებითი დღის ორგანიზებისათვის. განსაკუთრებული მადლობა მშობლებს აქტიური თანამშრომლობისათვის.





