სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე მარტყოფში.
მოსწავლეებმა მოინახულეს მარტყოფის ღვთაების მონასტერი, რომელიც მეექვსე საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ- ანტონ მარტყოფელმა.
ვიზიტის შემდეგ კი მშობლებთან ერთად მოაწყვეს პიკნიკი ბუნებაში, სადაც მათ დრო საინტერესოდ გაატარეს სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი თამაშებით.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.





