კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

480476788_664452506102349_290983113769620334_n
482228392_663193299561603_3906969908917736318_n
480159403_662947289586204_9128115904926343037_n
480189270_662240286323571_7212633103487886044_n
480967031_661572796390320_6073374256619516449_n
480964803_659345343279732_794518343257364626_n

მე-3 (ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “საქართველო ჩემი სამშობლოა”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება ” საქართველო ჩემი სამშობლოა”.

მოსწავლეებმა მოირგეს საქართველოს სახელოვანი მეფეების და დედოფლების როლები, ისაუბრეს სამშობლოს ერთგულებაზე, სიყვარულსა და ერთობაზე. შეასრულეს ქართული ცეკვები: ხორუმი, ნარნარი და ლეკური, ასევე სიმღერები ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე.

ღონისძიების დასასრულს კი კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მებრძოლი, გმირი წინაპრები, რომელთა მაგალითზე იზრდება მომავალი თაობა და სწავლობს სამშობლოს სიყვარულს.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს კლასის დამრიგებელ თამარ რიჟამაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს, ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძეს, დეკორეციების ავტორს ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს და ღონისძიების მუსიკალურად გამფორმებელს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს.

სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.