კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

480605341_654216790459254_4399168076653790177_n
image00001
480538602_653284487219151_4653394368647838181_n
481083511_652724517275148_2050430537165979182_n
ოკუპაციის კვირეული
480557426_652384040642529_3152783537805367881_n
480964750_651114117436188_3555982552050170162_n

მე-4(ა, ბ, გ) კლასები ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ, ანი ზაზაშვილთან, ასევე დამრიგებლებთან: თამარ რიჟამაძესთან, ანა ნიჟარაძესთან და გურანდა ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში.

მოსწავლეებმა მუზეუმში დაცული ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური საკრავები მოინახულეს. მოისმინეს ისტორიები, როგორ და სად აღმოაჩინეს პირველი ქართული საკრავი. მოისმინეს უნიკალური საკრავების ჟღერადობა.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის მუზეუმის შემოქმედებით ჯგუფს საინტერესო ტურისა და დადებითი ემოციებისთვის.