კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

მე-4(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება გამოსაშვები საღამოთი აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეაჯამეს განვლილი 4 წელი. გაიხსენეს და ფრანგულ ენაზე გააჟღერეს ცნობილი მოაზროვნეებისა და ფილოსოფოსების განმარტებები ცოდნასა და განათლებაზე. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც და შემოგვთავაზეს შთამბეჭდავი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

ღონისძიების დასასრულს კი სკოლისგან მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები და სიგელები. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.

დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ და ღონისძიების ორგანიზატორ სოფო დვალიშვილს, ფრანგულის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძეს და მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს.

სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.