სკოლა პოლიგლოტში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მე-4(ბ) კლასში ჩატარდა საინტერესო აქტივობა
მოსწავლეები გაეცნენ დედაენის დღის დაწესების ისტორიას, ისაუბრეს ბარბარიზმების გავლენაზე და ასო-ბგერებით შექმნეს სიტყვები.
აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა ქართული ენისადმი პატივისცემის გაღრმავებას, მსჯელობის და წერის კულტურის განვითარებას.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელ თამარ ჯანხოთელს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის.

