სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი.
ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა, მათი ისტორიის შესწავლა და კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბება. ასევე, დღის ბოლოს მოეწყო სახალისო, შემეცნებითი პიკნიკი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გურანდა ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.




