კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-4 (გ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება ორ მოქმედებად.

პირველ მოქმედებაში მოსწავლეებმა ფრანგულ ენაზე გააცოცხლეს ვიქტორ ჰიუგოს გენიალური რომანი “საბრალონიდან” მონაკვეთი “კოზეტა”. ხოლო მეორე მოქმედებაში დედებს მიულოცეს დედის დღე ემოციური სიტყვებით, ულამაზესი ლექსებითა და სიმღერებით. ღონისძიება იყო ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური. ბოლოს კი დედები მოიხმეს სცენაზე, საგანგებოდ მომზადებული მისალოცი ბარათები და ყვავილები გადასცეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ფრანგულის მასწავლებელ, ირმა ჭანკოტაძეს და კლასის დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხოლო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.