სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა,ბ,გ) და მე-6 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,მე ვხედავ მზეს”.
სპექტაკლი მოგვითხრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და თანაგრძნობაზე. მოსწავლეებმა დაინახეს თუ რა ძალა აქვს ადამიანურ მხარდაჭერას, რომელიც იმედს მატებს მათ.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – ირმა ჯავახიშვილს, ლინეტა ფუტურიძეს, ნინო ოქრუაშვილს, სოფო დვალიშვილსა და გურანდა ხუსკივაძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.




