სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს გამოსაშვები ღონისძიება.
მათ სცენაზე გააცოცხლეს უკვდავი მიუზიკლის – ,,ჩხიკვთა ქორწილის” პერსონაჟები და ააჟღერეს ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო დვალიშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის, მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავას სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.





