კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

მე-5 (ა) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულთან და კლასის დამრიგებელ ლინეტა ფუტირიძესთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. ასევე ნახეს ფრანგული ანიმაცია “ჩექმებიანი კატა” და ითამაშეს სამაგიდო თამაშები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მედიათეკის წარმომადგენელს, ნინო შუბითიძეს გულთბილი მასპინძლობისთვის. ასევე მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.