კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dd44b5da-41b8-42ed-bb20-0ef6e190f671
6366b705-fc87-45cb-923f-d5ffe9f97d4f
att
42bd4ff9-c647-4c6a-b5c8-c7752bc535a6
att(4)
att(7)

მე-5 (ა) კლასი ხელოვნების სასახლეში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად ეწვივნენ ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანეს სიძველეთსაცავს – ხელოვნების სასახლეს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს XIX საუკუნეში აგებული სასახლე, გაეცნენ შენობის აგების ისტორიას, რომელიც ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მათ იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს სამუზეუმო ექსპონატები, უმდიდრესი სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები, ეროვნული და სასცენო კოსტიუმების კოლექციები. ვიზიტის ბოლოს კი დაამზადეს სამეჯლისო ნიღბები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქეთევან მაისურაძეს და კლასის სოფო დვალიშვილს ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობის ორგანიზებისათვის.