კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

მე-5 (ბ) კლასი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან და კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”.

მოსწავლეებმა ითამაშეს ფრანგული სამაგიდო თამაშები, ასევე ნახეს ფრანგული ანიმაცია, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში და გამოიტანეს სხვადასხვა ჟანრის საკითხავი წიგნები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მედიათეკის წარმომადგენელს, ნინო შუბითიძეს გულთბილი მასპინძლობისთვის. ასევე მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.