კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-5 (ბ) კლასი ხელოვნების სასახლეში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას „საახალწლო მეჯლისი“.

მოსწავლეებმა მოისმინეს სასახლის აგების ისტორია, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული და გერმანელმა პრინცმა სიყვარულის ნიშნად ულამაზეს ქართველ ქალბატონს აუშენა. მათ დაათვალიერეს სასახლეში დაცული უნიკალური ექსპონატები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ეროვნული და სასცენო კოსტიუმების კოლექციები. აგრეთვე მოისმინეს მეჯლისის შექმნის საინტერესო ისტორია, ვიზიტის ბოლოს კი დაამზადეს სამეჯლისო ნიღბები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქეთევან მაისურაძეს და ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი აქტივობის ორგანიზებისათვის.