სკოლა პოლიგლოტის მე-5 (გ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. ასევე ითამაშეს სამაგიდო თამაშები და ნახეს ფრანგული ანიმაცია, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მედიათეკის წარმომადგენელს, ნინო შუბითიძეს გულთბილი მასპინძლობისთვის. ასევე მასწავლებელს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.





