კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-5 კლასის ექსკურსია კახეთში

პოლიგლოტის მე-5ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ანუკი ლაბაძესთან ერთად შემოდგომის კახეთს ესტუმრნენ. მათ მოინახულეს წინანდლის მამულები, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი, ასევე მოილოცეს გრემი და ნეკრესის მონასტერი, დაათვალიერეს გრემის სამონასტრო კომპლექსში არსებული უძველესი ნივთები, გაიღრმავეს ცოდნა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების შესახებ. ექსკურსიამ ძალიან წარმატებით ჩაიარა და ბავშვები შინ ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ. დიდი მადლობა მე-5ა კლასის მშობლებს აქტიური მონაწილეობისათვის და კლასის დამრიგებელს, ანუკი ლაბაძეს საინტერესო ექსკურსიისთვის.