სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით ,,ზღაპრის ბოლო კეთილია” , რომლის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი მელანო ჩოკორაია.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე გაიხსენეს სკოლაში ერთად გატარებული წლები, პროექტები, ღონისძიებები, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები და სხვადასხვა ენაზე შეასრულეს სიმღერები. ბოლოს კი სკოლის ეზოში მხიარულ გარემოში აღნიშნეს დაწყებითი საფეხურის დასრულება და სკოლისგან სიმბოლური საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაის ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და სპექტაკლის მუსიკალურად გამფორმებელს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს.
სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.