კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

მე-7 (ა) კლასი კახეთში

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეები მშობლებთან და კლასის დამრიგებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთში. ისინი ესტუმრნენ ქალაქ სიღნაღს, მოინახულეს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და დაათვალიერეს უძველესი გალავანი.

ექსკურსიის დასასრულს ესტუმრნენ ,,პაპას სახლს”, სადაც ამოავლეს ჩურჩხელები, მონაწილეობა მიიღეს რთველში, თავად დაწურეს ყურძენი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე გაატარეს.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობა უხდის ,,პაპას სახლს” და მის არაჩვეულებრივ მასპინძელ თამთა ბეგიაშვილს საოცარი, გულთბილი მიღებისათვის,  დამრიგებელ მელანო ჩოკორაიას საინტერესო პროექტისათვის და  მშობლებს ექსკურსიაში აქტიური ჩართულობისათვის.