კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

მე-7 (ა) კლასი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

მე-7 (ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან,მელანო ჩოკორაიასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრისა და ხელნაწერთა უნიკალური კოლექციის დათვალიერება, ხელნაწერთა ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობა, დაფასება და კულტურული თვითშეგნების ამაღლება.

მოსწავლეებმა ექსკურსიის ფარგლებში მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართული ხელნაწერი ტრადიციის ისტორიის, მასალებისა და კალიგრაფიული სტილის შესახებ, დაათვალიერეს უნიკალური ხელნაწერები,მათ შორის: ,,ვეფხისტყაოსნის” ,,მოქვის ოთხთავის” ,,გელათის ოთხთავის”.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის. განსაკუთრებული მადლობა კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გულთბილი მასპინძლობისთვის.