კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
468510848_593248906556043_589127952180020561_n
468603406_592580679956199_6377629348444871450_n
468080728_590566913490909_3342056843411507132_n
468002625_589765833571017_8468790450874269874_n
468301495_589083313639269_8077007109291769167_n

მე-7 კლასელების პროექტი “Kitchen Roayle”

სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ფარგლებში წარადგინეს პროექტი “Kitchen Roayle”, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი კვების ხელშეწყობას მოზარდებში და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას.

თავდაპირველად, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და დეტალურად იმსჯელეს ნუტრიციოლოგიურ საკითხებზე, როგორიცაა გონივრული – ჯანსაღი, მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა, ინდივიდუალური კვების რეჟიმის ჩამოყალიბება; შემდეგ, საყოველთაოდ ცნობილი პროექტის -“მასტერ შეფი” ინსცენირება შემოგვთავაზეს.

მოხალისე მზარეულებმა მოამზადეს, გააფორმეს და ჟიურის წევრებთან საპატიოდ წარადგინეს ინდივიდუალური კერძები, სალათებისა და დესერტების სახით. ჟიურის წევრებმა, სიღრმისეულად განიხილეს თითოეული კერძი მისი გემოს, ვიზუალის, ტექსტურისა და ნუტრიენტების მიხედვით და შეაფასეს ქულებით.

საბოლოოდ, 3 გამარჯვებული კერძი გამოვლინდა და დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მაღალი იყო აუდიტორიის აქტიურობა და ჩართულობა.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორს ქეთი კუპატაძეს
ასეთი საინტერესო და ორიგინალური აქტივობისათვის. ასევე კლასის დამრიგებელ ნინო გოგოლაძეს მხარდაჭერისათვის.

სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.