სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე შიდა ქართლის ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილას – ძამას ხეობაში. მათ მოინახულეს მზოვრეთის მამათა მონასტერი და შემდეგ დაათვალიერეს ბატეთის ტბა.
ექსკურსიის მიზანი იყო შიდა ქართლის ბუნებრივი სილამაზის, კულტურული მემკვიდრეობის, მხარის ისტორიული, ფიზიკური და გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობა. დღის ბოლოს მოეწყო სახალისო და შემეცნებით პიკნიკი.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო გოგოლაძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

