სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, იმყოფებოდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „იარაღი: ძალა თუ კულტურა?“.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უძველესი იარაღების კოლექცია, გაეცნენ მათ ფუნქციურ დანიშნულებასა და ისტორიულ კონტექსტს, ასევე მოისმინეს ამომწურავი ინფორმაცია მათი გამოყენების შესახებ. მსგავსი ტიპის შემეცნებითი და გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტივობები თანამედროვე განათლების განუყოფელი ნაწილია.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თბილისის ისტორიის მუზეუმს გულთბილი მასპინძლობისა და საინტერესო პროგრამისთვის. ასევე, მადლობა მელანო ჩოკორაიას მნიშვნელოვანი არაფორმალური აქტივობისათვის.




