სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები სტუმრად დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმყოფებოდნენ, სადაც მოისმინეს სემინარი თემაზე: „დაცული ტერიტორიების როლი მდგრადი განვითარების მიმართულებით“.
მოსწავლეებმა სემინარის შემდეგ წარადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე: პირველი დაცული ტერიტორია მსოფლიოსა და საქართველოში, ბარგუზინის ნაკრძალი და არალი ტბის პრობლემა.
მათ იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებზე მასწავლებლების ჩართულობით, აიმაღლეს ცოდნა ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გეოგრაფიის მასწავლებელ, ნინო წამალაშვილს და ინგლისური ენის მასწავლებელ, ქეთი კუპატაძეს ასეთი აქტუალური გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილის განხორციელებისთვის. ასევე მადლობა დამრიგებელ ნინო გოგოლაძეს და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმართ, რომელმაც გვიმასპინძლა და ასეთი საინტერესო შესაძლებლობა შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს.





