კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dd44b5da-41b8-42ed-bb20-0ef6e190f671
6366b705-fc87-45cb-923f-d5ffe9f97d4f
att
42bd4ff9-c647-4c6a-b5c8-c7752bc535a6
att(4)
att(7)

მე-8 (ა; ბ) კლასი ეროვნულ გალერეაში

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა; ბ) კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნულ გალერეაში.

მოსწავლეებმა მოინახულეს მოინახულეს XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი ქართველი მხატვრების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილი შუა საუკუნოვანი ქართული მონუმენტური მხატვრობის ასლები. ასევე XIX საუკუნის ქართული დაზგური ფერწერის ნიმუშები, სადაც გამოსახულია ქართველი მეფეების, დედოფლების და თავად-აზნაურთა პორტრეტები. ასევე ეწვივნენ საგამოფენო სივრცეს, სადაც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებია გამოფენილი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქეთევან მაისურაძეს ასეთი შემოქმედებითი აქტივობის ორგანიზებისათვის.