კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-8 (ა) კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მელანო ჩოკორაიას ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი აქტივობები განახორციელეს.

მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები, რომლებშიც წარმოადგინეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები და გამორჩეული აფორიზმები. ამავე კლასის მოსწავლე, ეკატერინე ჯაფარიძემ, მოამზადა ვიდეორგოლი თემაზე -„ანბანით დანახული ქართული ვაზის ჯიშები“. ასევე მოსწავლეებმა შექმნეს ორიგინალური ილუსტრაციები, რითაც გადმოსცეს ქართული ანბანისა და კულტურული სიმბოლიკის ურთიერთკავშირი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას საინტერესო აქტივობების ორგანიზებისათვის.