კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-9 კლასის ექსკურსია ქვემო ქართლში

2023 წლის 20 მაისს სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასი, დამრიგებელთან ზურა შუბითიძესთან ერთად, იმყოფებოდა ექსკურსიაზე ქვემო ქართლში, კერძოდ, დმანისსა და ტანძიაში.🌳🍃🛣️🏡

მათ მოინახულეს დმანისის მუზეუმი და გაეცნენ სხვადასხვა წლის ამა თუ იმ ისტორიულ აღმოჩენას, ასევე მათ მიეცათ საშუალება დმანისში ენახათ დოკუმენტური ფილმი სხვადასხვა დროს სხვადასხვა აღმოჩენებთან დაკავშირებით.🎞️📽️

ამის შემდეგ ისინი ესტუმრნენ სოფელ ტანძიაში მდებარე სულხან-საბა ორბელიანის სახლ მუზეუმს. 🏡მიუხედავად წვიმიანი დღისა, ექსკურსია საკმაოდ შემეცნებითი, მხიარული და სპორტული აქტივობით დატვირთული იყო.🛣️🏡🫶🏻💫💚