კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-9 კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიაზე მცხეთა-საგურამო-ზედაზნის მიმართულებით.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს VI საუკუნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – მცხეთის ჯვარი, გადმოხედეს მტკვრისა და არაგვის შესართავს, დატკბნენ არმაზის, სარკინეთისა და საგურამოს ქედების ხილვით. მოინახულეს იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტერი, ბუნების ულამაზეს წიაღში გამართეს პიკნიკი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.

მადლობა ექსკურსიის ორგანიზატორ, ქალბატონ ანა ჯავახიშვილს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ, ხატია ჭილავასა და მშობლებს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ექსკურსიის მოწყობისათვის.