სასკოლო პროექტ ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ინიციატივით სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა-ბ) კლასებში ჩატარდა მინიკონფერენცია თემებზე: ,,ჰაერი“ და ,,წყალი-სიცოცხლის საწყისი“.
მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე, შექმნეს სასკოლო პლაკატები, Power Point-ის გამოყენებით გააკეთეს პრეზენტაციები და გამოუშვეს ხელნაწერი წიგნები. წიგნები გააფორმეს ვიზუალურად, აკინძეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:
წყალი და გეოგრაფია, რომლის დამუშავებაშიც მოსწავლეებს დაეხმარა გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო წამალაშვილი;
წყალი და მათემატიკა, რომლის მომზადებაშიც მონაწილეობა მიიღო მათემატიკის მასწავლებელმა ნინო დაუშვილმა;
წყალი და ლიტერატურა – ამ თემის მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარა ქართული ენის მასწავლებელი მელანო ჩოკორაია;
წყლის ფიზიკური თვისებების, რომლის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღო ფიზიკის მასწავლებელმა ლალი პაჭკორიამ.
მოსწავლეებმა, ასევე, მოამზადეს თემები: ნაკურთხი წყალი, მინერალური წყლები, თერმული წყლები, წყლის ქიმიური თვისებები და თავისებურებანი, წყლის მნიშვნელობა, ჰაერის გამოყენება, ჰაერის შემადგენელი აირები, წყლისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტორები და სისუფთავის პრევენციული ღონისძიებები, ფოტოსინთეზი, წყალი და კატასტროფები, ამაზონის ტყეები, როგორც დედამიწის ფილტვები და სხვა.
სკოლა პოლიგლოტი დიდი მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილე ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს. განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს ქიმიის მასწავლებელ, მაია აფხაზავას ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.