მისია ხედვა და ღიებულებები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია

 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შპს ,,პოლიგლოტის“ მისია არის ეფექტური, უსაფრთხო, მოდერნიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც მოწოდებულია აღზარდოს პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე, სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დღევანდელ სწრაფადცვალებად სამყაროში და მომავალში პროდუქტიულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სკოლა ზრუნავს მოსწავლეებს მიაწოდოს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლება. ამ გზით უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის მდგრადი მომავლის შექმნას.

ხედვა

 სკოლა „პოლიგლოტისთვის“ უმნიშვნელოვანესია ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროექტების ფართოდ დანერგვაში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მოსწავლეებს განავითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, აიმაღლონ აკადემიური ცოდნა, გამოიმუშაონ კომუნიკაციის მაღალი კულტურა. გვსურს როგორც მოსწავლეებს ასევე პედაგოგებს შევუქმნათ ჯანსაღი, მდგრადი გარემო თვითგამორკვევისა და თვითრეალიზაციისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. სწორედ ეს შეუწყობს ხელს სკოლა „პოლიგლოტს“ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დღევანდელ, კონკურენტუნარიან საგანმანათლებლო სივრცეში.

 სკოლა ორიენტირებულია უცხო ენების გაძლიერებით სწავლებაზე, რისთვისაც სწავლებას ახორციელებს თანამედროვე საერთაშორისო სახელმძღვანელოებით, როგორც ინგლისურ ასევე ფრანგულ და რუსულ ენებში.

 სკოლა მოწოდებულია პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების სკოლებთან.

 

ღირებულებები

 სკოლა „პოლიგლოტისთვის“ თანამშრომლობა, მდგრადობა, სამართლიანობა, ობიექტურობა და გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, რომლებიც სკოლაში მოქმედებს:

• პოლიგლოტის გუნდი ერთიანია, სკოლის წარმატებაზე პასუხისმგებლობა გადანაწილებულია;

• სასკოლო საზოგადოების წევრები ჩართულები არიან სკოლის სტრატეგიული განვითარების პროცესში;

• გადაწყვეტილებები თანმიმდევრულია;

• ჩვენი სკოლის გუნდი ორიენტირებულია საქმიანობის ეფექტური გეგმით რეალობასა და მიზნებს შორის არსებული სივრცე მაქსიმალურად შეამციროს.