2016 წლის 16 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტში“ მოეწყო დაწყებითი განათლების საფეხურის მკითხველთა კონფერენცია , რომლის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება . მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნის პრეზენტაცია . განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და კრეატიულობით გამოირჩეოდნენ VI კლასის მოსწავლეები. ყველაზე ორიგინალური პრეზენტაცია გააკეთა VI კლასის მოსწავლემ ეფემია ბასილიამ . მან „ვეფხისტყაოსნის „ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგალობლების ფონზე წარმოადგინა პრეზენტაცია „ჩემი რუსთაველი და ვეფხისტყაოსანი“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კათედრის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: თამარ სვანაძე, მაკა ტოფაძე და თეონა დიასამიძე. სკოლის დირექტტორმა , ქალბატონმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებსა და მათ პედაგოგებს საინტერესო ღონისძიებისათვის.