კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

480476788_664452506102349_290983113769620334_n
482228392_663193299561603_3906969908917736318_n
480159403_662947289586204_9128115904926343037_n
480189270_662240286323571_7212633103487886044_n
480967031_661572796390320_6073374256619516449_n
480964803_659345343279732_794518343257364626_n

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში

2015 წლის 3-4-5 აპრილს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად მოაწყვეს ექსპედიცია ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში.

სამი დღის დაუვიწყარი მოგზაურობის დროს მათ მოინახულეს და შეისწავლეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ძეგლები: ბანა, იშხანი, ოთხთა, ოშკი, ხახული. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოილოცეს ჟამთა სიავისა და მუხთალი ბედისწერისგან მიტოვებული ქართული ქრისტიანული ტაძრები: დოლისყანა, ოპიზა, ხანძთა, ტბეთი. ამ ტაძრებში ზეთისხილის რტოებით შევიდნენ პოლიგლოტელები, დაანთეს სანთლები, უფალს შესთხოვეს საქართველოს აღორძინება, გამთლიანება და ამ დიდებულ ადგილებში ქართული სულიერი კულტურის ძველი დიდების ნაშთის, შენარჩუნება-გადარჩენა და აღდგენა. ექსპედიციის წევრებმა, გარდა ისტორიული ძეგლებისა, შეისწავლეს ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის გეომორფოლოგიური მდგომარეობა. მოსწავლეები ნანახ ძეგლებსა და შესწავლილ მასალაზე ამზადებენ პრეზენტაციას, რომელსაც უახლოეს მომავალში წარმოადგენენ სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე.