2016 წლის 12 მარტს სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი საფეხურის მოსწავლეება გაზაფხულის ორი უმშვენიერესი დღესასწაული აღნიშნეს: “დედის დღე” და “8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე”.მოსწავლეებმა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს მისალოცი სიტყვები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების დასასრულს სტუმრად მოსულ დედებს , ბებიებსა და მათ ახლობლებს მიართვეს ყვავილების თაიგულები. საღამო მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა.